Latest posts by Aliq Media (see all)
სომხური ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც საქართველოში გამოიცა, 2018-2019 სასწავლო წელს დაინერგება. 2017-2018 სასწავლო წელს ძველი სახელმძღვანელოებით და ძველი პროგრამით განაგრძობენ.
“რაც შეეხება სომხური, აზერბაიჯანული და რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს, ისინი საქართველოში გამოიცემა და არ იქნება სხვა ქვეყნიდან შემოტანილი”, – ამაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ისაუბრა ახალქალაქში ვიზიტის დროს.
კითხვაზე, ეთნიკური უმცირესობებისთვის ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან თუ არა მეზობელი ქვეყნების ექსპერტები, მინისტრის მოადგილემ უპასუხა:
“ჩვენს მინისტრებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არსებობს შეთანხმება, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სადაც სწავლობენ მეზობელი ქვეყნის ენას და სადაც სახელმძღვანელოების თარგმა მაღალ დონეზე არ არის, საჭიროა სხვა ქვეყნის განათლების ექსპერტების დახმარება, განსაკუთრებით თარგმანის ხარისხის გასაუმჯობესებლად”, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.
უკვე მე-3-ე წელია, რაც საზღვარზე წიგნების შემოტანა აიკრძალა და სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა. ამჟამად ჯავახეთის სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნები გაცვეთილი და დაძველებულია. დიდი ხანია, რაც საქართველო ცდილობს ეთნიკური უმცირესობების სახელმძღვანელოების პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ჯერჯერობით უშედეგოდ.
jnews.ge