Latest posts by Aliq Media (see all)
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სომეხი მომღერლის, სუპერ საქოს ერთ-ერთი სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა თურქეთში. აზერბაიჯანელები აღშფოთებულნი არიან.
ამერიკელმა მუსიკოსმა ჯონ დენვერმა ერთხელ განაცხადა:
“მუსიკა ხალხებს აერთიაებს. ის საშუალებას გვაძლევს განვიცადოთ ერთი და იგივე ემოციები. ადამიანები, გულითა და სულით ყველგან ერთნაირები არიან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე ვლაპარაკობთ, რა ფერის ვართ, რა ტიპის პოლიტიკა გვაქვს ან თუ როგორ გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულსა და რწმენას, მუსიკა გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ერთნი ვართ!“
„ზუსტად ეს სიტყვები გავიხსენეთ, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ სუპერ საქოს სიმღერა „მი გნა“ (ნუ მიდიხარ) ვირუსივით გავრცელდა თურქეთში, როგორც ორიგინალური, ასევე cover- ვერსიით“,-წერს peopleofar.com.
ვფიქრობთ, სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ თურქული აუდიტორია ვერც კი აცნობიერებს, რომ სიმღერა სომხურია და ეს ალბათ უფრო მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომხების მიერ მტრული განწყობა ირაციონალურია . რაც არ უნდა ვთქვათ, თურქები სიამოვნებით უსმენენ სომხურ მუსიკას, რომელსაც ბევრი პარალელი აქვს თურქულ კულტურასთან. ეს გასაკვირიც არაა, ოსმალეთის იმპერიაში სომხებისა და თურქების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების შემდეგ. სომეხთა მიერ ოსმალეთის იმპერიის განვითარებაში შეტანილი წვლილი კი განსაკუთრებულად აღსანიშნავია არქიტექტურის, სამხედრო და მუსიკის სფეროში.
თურქულ მუსიკაში სომეხთა წვლილზე საუბრისას შეგვიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანოთ: ოსმალეთში მცხოვრები გარნიკ კარმირიანი 135-ზე მეტი პოპულარული სიმღერის ავტორია, ტატიოს ეფენდი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ კომპოზიტორად ითვლება, ხოლო ჰამბარცუმ ლიმონჯიანმა განავითარა ნიშნების საკუთარი სისტემა, რომელიც თურქული კლასიკური მუსიკის მთავარ სისტემად იქცა.
თუ თურქები დადებითად რეაგირებენ რაიმე სომხურზე, აზერბაიჯანელებში ეს შფოთვას იწვევს. შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ ისტორია თურქებს და სომხებს უფრო მჭიდროდ აკავშირებს, ვიდრე თურქებს და აზერბაიჯანელებს.
შეჯამების სახით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ მუსიკა გამაერთიანებელი ხელოვნებაა. თურქულ-სომხურ უთანხმოებებს ბოლო არ უჩანს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკას და ხელოვნებას არ უნდა ეხებოდეს. ამ ორ ერს ხომ ბევრი საერთო აქვს, მიუხედავად იმისა გვინდა ეს ვაღიაროთ თუ არა.