28 სექტემბერს, ერევნის 2 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერევნის ცენტრში, გედების ტბაზე “მსოფლიოს უდიდესი ქადა” წარმოადგინეს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ქადის წონა 368 კილოგრამია, სიგრძე 68 მეტრი, სიგანე კი 37 სანტიმეტრია.
ინიციატივა “იერემიან პროექტს” ეკუთვნის, რომელიც სომხეთში რამდენიმე ცნობილი ადგილობრივი რესტორნის მფლობელია.
“ქადის გაკეთების იდეა დაიბადა მარტში, როდესაც ჩვენ გრძელი 40 მეტრიანი ქადა გამოვაცხვეთ. მსოფლიოს უდიდესი ქადის მომზადება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2 დღის განმავლობაში ვაცხობდით. ჩვენ, 5 ადამიანთან ერთად ვმუშაობდით, მაგრამ მთელი ჩვენი გუნდი აქტიურად იყო ჩართული”, – განაცხადა “იერემიან პროექტის” უფროსმა და კონდიტერმა ანაჰიტ მიქაელიანმა.
ღონისძიებაზე დასწრების მიზნით ერევანში ჩავიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელი ჯოანა მარი ბრენტი.