
Latest posts by Aliq Media (see all)
- ქალთა მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა საქართველოში - 11/05/2025
- სიძულვილის ენა და არმენოფობია ქართულ პოლიტიკაში - 11/05/2025
- შეუსრულებელი დაპირება – მურჯახეთის გზის ასფალტირების საკითხი - 14/12/2024
სომხეთის პირველი არხი “საბავშვო ევროვიზიის” საავტორო პროექტს იწყებს, რომელიც ახალგაზრდა მომღერლებს საშუალებას მისცემს თავიანთი სიმღერები წარადგინონ.
“საბავშვო ევროვიზია 2018” ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართება. ინფორმაცია ევროპული სამაუწყებლო კავშირის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 9-14 წლის სომხეთის მოქალაქეებს ან ეროვნებით სომეხ ახალგაზრდებს. საკონკურსო სიმღერა ახალი ან აქამდე უცნობი უნდა იყოს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია წერილის გაგზავნა 15 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე depievratesil@1tv.am .
დეტალებისთვის ეწვიეთ www.eurovision.am.