სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რეისები შესრულდება: გიუმრი-მოსკოვი-გიუმრი, გიუმრი-ბათუმი-გიუმრი მიმართულებით, ასევე მიმართულებებს თბილისი-ერევანი და ერევანი-თბილისი რეისები კიდევ დაემატება.
ფრენები სომხეთიდან 8 ივლისიდან დაიწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021