სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რეზიდენციაში გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სოხმურ-თურქული პროტოკოლები, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების შეთანხმებები იყო, გაუქმდება. როგორც სააგენტო “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ტელეკომოანია “ერკირ მედიას” პრეზიდენტის პრესმდივანმა ვლადიმირ ჰაკობიანმა აცნობა.
2008 წელს სომეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინიციატივით სომხურ-თურქული ურთიერთობების დარეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის შედეგად 2009 წლის 10 ოქტომბერს ციურიხში, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს “სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ” შეთანხმებას და “სომხეთის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების შესახებ” პროტოკოლებს.
შეთანხმებებზე ხელმოწერის შემდეგ თურქეთმა რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია და უარი თქვა “გონივრულ ვადებში” და წინაპირობების გარეშე ორმხრივი ურთიერთობების დარეუგლირების შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, თურქეთის ეროვნულ კრებაზე დოკუმენტების რატიფიცირება განპირობებული იყო მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებით.
2010 წლის 22 აპრილს, თურქული მხარის პოზიციის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ასევე სომხეთის მმართველი პარტიის კოალიციური ძლების პოლიტიკური საბჭოს საერთო მიმართვის საფუძველზე, დოკუმენტების რატიფიცირება შეჩერდა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად. 2015 წლის 16 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით სომხურ – თურქული პროტოკოლები სომხეთის პარლამენტიდან უკან გაიტანეს.
სომხეთის პრეზიდენტმა 2017 წლის 20 სექტემბერს გაეროში განაცხადა, რომ “თურქეთის ხელმძრვანელობა ცდება, თუ ფიქრობს, რომ სამუდამოდ მძევლად აიყვანს ამ საბუთებს და რატიფიცირებას გაუკეთებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ პირობებში. პროტოკოლები შედგა ახლანდელ პირობებში, არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მათი განხორციელების მიმართულებით, განგრძობითად რაიმე დადებითი შედეგების არქონის პირობებში, სომხეთი ორ პროტოკოლს გააუქმებს და ეს 2018 წლის გაზაფხულზე მოხდება”.