13 ნოემბერს საღამოს, აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა 2 საათის განმავლობაში სომხეთის ტავუშის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ბარეკამავანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ბერეკამავანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯონიკ მიქაელიანმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგემ მაღალკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც დაზიანდა სახლების კედლები, ფანჯრები და სახურავები.
“ერთი მოსახლის ფანჯარაა გატეხილი, მეორეს სახურავი დაუზიანდა. არსებობს კაშხლები, რომლებიც მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზეა, მაგრამ მთელი სოფელი არ არის დაცული. ეს ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი გახდა”, – აღნიშნა მიქაელიანმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელების ნასროლმა ტყვიამ 48 წლის მამაკაცს თავზე 10 სმ სიმაღლეზე გადაუარა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021