“სომხურ-ჩინური ამხანაგური სკოლა” აცხადებს მოსწავლეების მიღებას მე-5-დან მე-9 კლასების ჩათვლით. ჩინური ენის შემსწავლელ სკოლას სახელმწიფო აფინანსებს.
სწავლის მსურველების რეგისტრაცია 2018 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება.
ჩინური ენის შესწავლის გაძლიერებული სკოლა ერევან-ქანაქერ-ზეითუნის რეგიონში ყოფილი 103-ე სკოლის ადგილას შენდება. სკოლის აშენების პროექტზე 2013 წელს შეთანხმდნენ. ჩინეთმა სომხეთის მთავრობას ამ პროექტის განხორციელებისთვის 27 მილიონ დოლარი გადასცა.
სკოლის გვერდით საერთო საცხოვრებელიც იქნება, სადაც ჩინეთიდან ჩასული მასწავლებლები, ტრენერები, ასევე მეზობელი ქვეყნიდან ჩასული მოსწავლეები იცხოვრებენ.