
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სრულიად სომხეთის კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ მეორე, 23 სექტემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში გაემგზავრნენ.
23 სექტემბერს, ფაშინიანი ნიუ-იორკში სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სომხეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, ერევნის საკრებულოს არჩევნების შედეგების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, გარდამავალ მართლმსაჯულებაზე, სომხეთში საინვესტიციო გარემოსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პირობებზე.