
10 ივლისს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩ პიოტრ სვიტალსკის უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს სვიტალსკიმ აღნიშნა, რომ სომხეთ -ევროკავშირის ურთიერთობები სულ უფრო აქტიური გახდა და თანამშრომლობის დინამიკური განვითარება შეინიშნება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.