სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ავინიანი 14 ივნისს, აშშ-ის ელჩს რიჩარდ მილსს შეხვდა.
ავინიანის კაბინეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა ავინინს თანამდებობის დაკავება მიულოცა და განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა მხარი დაუჭიროს ახალ მთავრობას ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, ასევე ბიზნესის განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში.
ელჩის თქმით, იგი დაეხმარება ახალ მთავრობას მეტი ამერიკული კომპანიის მოზიდვაში, რომლებიც სომხეთში ინვესტირების პოტენციალს ხედავენ.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საინვესტიციო და საგრანტო პროექტების გაგრძელება, საგადასახადო და ინფრასტრუქტურულ სისტემაში სტიმულირების ხელშეწყობის აუცილებლობა.