5 ნოემბერს, საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით სომხეთში საქართველოს საელჩოში შედგა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გეღამ გევორგიანი, სომხეთის ხელნაწერთა ინსტიტუტის „მატენადარანის“ დირექტორი ვაჰან ტერ-ღევონდიანი, სომხეთში აკრედიტებული ელჩები, ქართული სათვისტომო ივერიას წევრები, განათლების და კულტურის სფეროს მოღვაწეები. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ლევან თაქთაქიშვილმა მოკლე ექსკურსი გააკეთეს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ და ქართული ხელნაწერების თაობაზე, რის შემდეგაც სტუმრებმა უყურეს მოკლე ფილმს ქართული დამწერლობის შესახებ და დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021