Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პარლამენტმა ვერც დღეს აირჩია პრემიერ-მინისტრი. სპეციალურად გამართულ სხდომაზე უკვე მეორედ მოხდა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურის ჩაგდება. შესაბამისად, სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოხდება.
“ჩვენ გვექნება სრულფასოვანი შესაძლებლობა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადაპრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 9 დეკემბერს გაიმართება.