სომხეთში უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1-ის გრიპის 10 შემთხვევა, რომელიც ღორის გრიპის სახელით არის ცნობილი.
სომხური მედიის ცნობით, A ტიპის ვირუსის H1N1 და H3N2 ქვესახეობები სომხეთშიც ხვდება, ასეთი ვირუსით უკვე 10 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ე.წ. ღორის გრიპი არ წარმოადგენს საფრთხეს, როგორც ეს იყო წლების წინ და ის ჩვეულებრივ გრიპად გადაიქცა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 24 დეკემბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით ამ ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევაა .
ეპიდემიის ზღვარი 100 000 მოსახლეზე 450-დავადებულია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021