Latest posts by Aliq Media (see all)
2017 წელს, 9 თვის განმავლობაში სომხეთს 1, 172, 402 ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 21% -ით გაზრდილია.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზარმინე ზეითუნიანმა განაცხადა.
“წელს 9 თვის განმავლობაში სომხეთში 1, 172, 402 ტურისტი ჩამოვიდა. მთელი წლის მონაცემები ცნობილი გადება იანვარში. ასევე, ჩვენ წინა წელთან შედარებით დავაფიქსირეთ 21%-იანი ზრდა. ვიზიტორთა რაოდენობით პირველი რუსეთია, საქართველო, ირანი, უკრაინა და აშშ,” – აღნიშნა ზეითუნიანმა და დაამატა, რომ ვიზიტორთა პროცენტული ზრდით პირველ ადგილზე ინდოეთია.
ტურიზმის განვითარების სფეროში ფინანასური ინვესტიციებზე საუბრისას, ზეითუნიანმა აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ხელისუფლებამ 200 000 აშშ დოლარი გამოყო, ხოლო 2018 წელს ეს თანხა გაორმაგდება. “2018 წლის ბიუჯეტით ტურიზმის განვითარებისთვის მიმართული თანხა გაორმაგდება, და 400 000 შეადგენს”.