Latest posts by Aliq Media (see all)
უახლოეს პერიოდში სომხეთსა და არცახში (ყარაბაღი) დღესასწაულების ნაკლებობა არ იქნება.
8 სექტემბერს, “არენი ფესტივალის” ფონდის დირექტორმა ნუნე მანუკიანმა ჟურნალისტებს მომავალი ფესტივალების სია გააცნო.
თაფლის, ლუდის, ქადას, მწვადის, ტოლმის, კაკლის, საზამთროს, დუდუკის და სხვადასხვა კერძების, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი ფესტივალების გამართვაც სომხეთში იგეგმება.
16 სექტემბერს, ერევანში “Music Fest” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო მეგა ვარსკვლავები მიიღებენ. იმავე დღეს, არცახის სოფელ ტოღში ღვინის ფესტივალი ჩატარდება.
30 სექტემბერს, სოფელ ხაჩიკში ქადას ფესტივალი, ხოლო 7 ოქტმბერს – ღვინის ფესტივალი სოფელ რინდში ჩატარედება.
“ერევნის ღვინის დღეები ტრადიციული გახდება. ჩვენ ვაპირებთ ახალი, წვერის ფესტივალის ჩატარებას. იქნება კონკურსები: ყველაზე უცნაური, ყველაზე გრძელი, ყველაზე მოკლე წვერი”, – აღნიშნა ნუნე მანუკიანმა.
“მსოფლიოში ბევრი უცნაური ფესტივალია. მსგავსი ფესტივალის ჩატარების იდეა მეგობრებს მოულოდნელად მოგვივიდა,” – დაამატა მან.
იანვრიდან უკვე დაზუსტებული იქნება, თუ სად და როდის ჩატარდება “წვერის” ფესტივალი. ტუროპერატორების იგი უკვე თავიანთ პაკეტებში აქვთ შეტანილი.