21 მარტს, 14:42 საათზე, არაგაწოტნის რეგიონში, სოფელ არტენის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თალინ-არტენის გზატკეცილის 22 კმ-ზე MAN-ის მარკის სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
პოლიციის ინფორმაციით, 1959 წელს დაბადებული ზურაბ კალანდია, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სატვირთოს მართავდა ადგილზე გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ეკიპაჟი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021