სომხეთში დემონსტრანტებს სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შეუერთდა

სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰრაჩია როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა და მომიტინგეებს შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ როსტომიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ვხვდები, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სომხეთის თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოებრიობის წინაშე და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. მოვუწოდებ ყველა სპორტსმენს და სპორტის სამყაროს წარმომადგენელს, მოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და ხალხის გვერდით ქვეყნის დროშა აღმართონ“, – წერს როსტომიანი.

ჰრაჩია როსტომიანი მთავრობის სხვა წევრებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ ხალხს და შეასრულონ მათი მოთხოვნები.

Leave a Reply