სომხეთის მთავრობის სახლის შენობის წინ სამინისტროების ოპტიმიზაციისა და სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთა შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციაში იმ უწყების თანამშრომლები მონაწილეობდნენ, ვისაც ოპტიმიზაცია ეხება. ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ამჟამად არსებული 17 სამინისტროდან მხოლოდ 12 დარჩება. ოპტიმიზაციის შედეგად, კულტურის სამინისტრო, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ტერიტორიული მართვის სამინისტრო ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს შეერწყმება. დიასპორის სამინისტრო კი გაუქმდება.
გაფიცული თანამშრომლები სახელმწიფო აპარატის შემცირებისა და სამინისტროების შერწყმის გეგმის უარყოფას ითხოვენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021