სომხეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ უნდა გავახანგრძლივოთ და ვიმედოვნებთ, ბოლოჯერ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რუსტამ ბადასიანის თქმით კი, სომხეთი უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის, თუმცა მათ 2-კვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. თუმცა, ამ პერიოდში კორონავირუსზე ტესტის გავლის შესაძლებლობა ექნებათ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის რეჟიმი მოეხსნებათ.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 40 794 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 806 ადამიანი დაიღუპა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021