სომხეთში პენსიონერები კონცერტებსა და თეატრალურ წარმოდგენებს უფასოდ დაესწრებიან

სომხეთში პენსიონერები კონცერტებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე უფასოდ დასწრებას  შეძლებენ.

ინიციატივა კულტურის, ასევე შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს ეკუთვნით. დღეს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლილით მაკუნცმა და შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა მანე თანდილიანმა  შესაბამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ლილით მაკუნცმა განაცხადა, რომ პროექტის მთავარი მიზანია ხანშიშესული ადამიანებისთვის ცხოვრების გამრავალფეროვნება.

 „ ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ იქ ცხოვრება სწრედ საპენსიო ასაკიდან იწყება. გადავწyვიტეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,პენსიონერების ცხოვრება უფრო ოდნავ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება უკვე გაფორმებულია ყველა თეატრთან.მათთვის საკონცერტო დარბაზში არსებული ადგილების რაოდენობის 2,5-დან 20 პროცენტამდე გამოუყოფენ.

 „პენსიონერები მეტს იმსახურებენ და ეს ის მინიმუმია, რაც ჩვენმა უწყებებმა შეიძლება დღეს მათთვის გააკეთონ“, – თქვა მანე თანდილიანმა.

პირველ წარმოდგენებზე დასწება პენსიონერებს უკვე 8 ნოემბრიდან შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, სომხეთში 446 ათასამდე პენსიონერია․