სომხეთში ნატოს მორიგი კვირეული 11-15 მარტს გაიმართება.
სომხეთში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში, ღონისძიებების ცერემონიალური გახსნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ელჩ არმენ ედიგარიანს ხვდა წილად.
სომხეთში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მათიას ქისლერმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ნატოს კვირეულის ღონისძიებების გახსნას, განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა გამოხატავს თავის მტკიცე მზადყოფნას ნატოსთან პარტნიორობისთვის.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ლევონ აივაზიანის თქმით, სომხეთი განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობას თავდაცვის რეფორმის სფეროში.
სომხეთში ნატოს წინა კვირეული 2017 წლის დეკემბერში გაიმართა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021