“ჩვენ ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა შევისწავლეთ და სამართლებრივად პრობლემა არ არსებობს. არსებობენ დაინტერესებული ინვესტორები და ისინი მზად არიან ჩადონ კრემატორიუმების გახსნაში ფული. 2020 წელს ორი კრემატორიუმი გაიხსნება”, – აცხადებს ორგანიზაციის “მოსახლეობის სპეციალური მომსახურება” დირექტორი არმან ისკანდერიანი, წერს “ნეტგაზეთი”.
მისივე განმარტებით, ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ: “უმნიშვნელოა, როგორ უყურებს ამ საკითხს ჩვენი რელიგია და ზოგიერთი მოქალაქე, ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ცხედრები მოსკოვში გადაჰყავდათ, სადაც მათ კრემაციას უკეთებდნენ და ფერფლი აქ ჩამოჰქონდათ, რამდენადაც სომხეთში ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს”.
გარდა ამისა, როგორც ისკანდერიანი ამბობს, კრემაცია ტრადიციულ დაკრძალვაზე ნაკლებიც ღირს.
“სასაფლაო უფრო დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე დოკუმენტებშია ასახული და ასევე, ძალიან სწრაფად “მზარდი ორგანიზმია”. ოფიციალურად, ერევანში მიწა უფასოა, თუმცა, იგეგმება ნაკვეთების გაყიდვა, რათა ეფექტურად გაკონტროლდეს ტერიტორიები”.
ერევნის მერიის ცნობით, დედაქალაქში სასფლაოების ტერიტორია 530 ჰექტარს იკავებს [21 სასაფლაო] და მწვანე ზონის [პარკები, სკვერები] 213 ჰექტარს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021