სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ალინა ნიკოღოსიანი ავრცელებს.
ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 424 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი. აღსანიშნავია რომ, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 391 პირი იმყოფება.
პირველი ინფიცირებული სომხეთში 26 მარტს გარდაიცვალა. 72 წლის მამაკაცი სომხეთის მოქალაქე იყო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021