სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მანამდე ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

„სამწუხაროდ, დღეს, სამი ახალი შემთხვევა გვაქვს – ორი მათგანი სომხეთის მოქალაქეა – 45 და 27 წლის, ერთი კი იტალიის მოქალაქე, 51 წლის, რომელიც სომხეთში მუშაობს. სამივე მათგანი სომხეთში იტალიიდან ჩამოვიდა“, – წერს ფაშინიანი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ახლა დაინფიცირებულთა პირადი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დგინდება.

მისივე ინფორმაციით, დაავადებულთაგან ორს ჩივილები არ აქვს, მესამეს კი პნევმონია უფიქსირდება.

interpressnews.ge