დღეიდან სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
გაიხსნა მაღაზიები, რესტორნები, ღია კაფე-ბარები, აღდგა წარმოება და მოიხსნა შეზღუდვა გადაადგილებაზე. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის ძლიერი ზარალის თავიდან ასარიდებლად მიიღეს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-მდე გაიზარდა.
ამასთან, დახურული დარჩება სავაჭრო ცენტრები, ბაზრები და სასწავლო დაწესებულებები. არ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 2507 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021