„დინამიკის თვალსაზრისით კარგი სიახლე გვაქვს – ჩატარებული 263 ტესტიდან სულ 11იყო დადებითი “, – ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„სამწუხაროდ, გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა გვაქვს. 68 წლის მოქალაქე გარდაიცვალა, მას სხვა თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა. მომდევნო კვირის განმავლობაში, თუ კარანტინის წესებს უფრო მკაცრად მივუდგებით, დაინფიცირების დინამიკა შემცირდება და ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნდებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 833-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი, ხოლო სტაციონარულ მკურნალობას 763 პაციენტი გადის. Covid-19-ით სომხეთში 8 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია ასევე, რომ უარყოფითი ტესტების რაოდენობა 4096 აღწევს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021