სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 1 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 61 460-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 1 056-ს მიაღწია.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 47 541 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 12 863 პირს უტარდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021