26 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ კანონზე მოაწერა ხელი. აღნიშნული კანონი სომხეთისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ 2018 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულ „საჯარო ეფექტურობა და საფინანსო ბაზრების პროგრამა: ქვეპროგრამა 2“ საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიკაციას ეხება.
აღნიშნული კანონის თანახმად აზიის განვითარების ბანკი პროგრამის განხორციელების მიზნით სომხეთის რესპუბლიკას ორმოცდაათი მილიონი აშშ დოლარს გომუყობს. პროექტის ძირითადი მიზანია სომხეთის ფინანსური ბაზრების პერსპექტივების გაზრდა.
პროგრამა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის დასრულდება.