სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება ექნებათ, თუმცა ამას შესაბამისი წესით გააკეთებენ.
ჯარისკაცებს შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ ვიდეოს, ჩაწერის, ფოტოსა და ინტერნეტის ფუნქციების გარეშე მობილური ტელეფონით. სამხედრო მოსამსახურეს აეკრძალება დაგეგმილი ღონისძიებების, ტრენინგების, საბრძოლო მოვალეობის შესრულების, სამაშველო და სხვა სიტუაციებში მობილური ტელეფონების გამოყენება.
ჯარისკაცს შეუძლია გამოიყენოს მობილური ტელეფონი მხოლოდ განსაზღვრულ საათებში, რომელიც გათვალისწინებულია გრაფიკით.