სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ასევე სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ინფექციური საავადმყოფოს აშენება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 3-4 დღეში ქვეყანაში დამატებით 30-40 ახალი პალატა იქნება.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
interpressnews.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021