Latest posts by Aliq Media (see all)
22 ნოემბერს, ერევანში ეუთოს კონფერენცია “ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ სიძულვილის საფუძველზე დანაშაულის პრევენცია და დაპირისპირება”ჩატარდება.
ამის შესახებ, ეუთოს ხმელთაშუაზღვის კონფერენციაზე გამოსვლისას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა.
“ჩვენს ხმელთაშუაზღვის პარტნორებს ვეპატიჟებით მინაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ ამ ღონისძიებაში”- საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის სიტყვებს ავრცელებს.