Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში გამოკითხულთა 26% დარწმუნებულია რომ გოგოს გათხოვებამდე შეყვარებული არ უნდა ჰყავდეს. გაეროს მოსახლეობის ფონდის „მამაკაცები და გენდერული თანასწორობ ასომხეთში“ 2016 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 46 % თვლის, რომ პირველი შეყვარებულის ყოლის საუკეთსო ასაკი 18-20 წელია.
გამოკითხულები გოგოს გათხოვების საუკეთესო ასაკად მიიჩნევენ 20 წელს, 29%-თვის საუკეთესო ასაკი 18-20 წელია, 42%-თვის 21-24 წელი.
დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკის გამოვლენისას, 25 წელი ზედა ზღვრად დასახელდა.
მამარობითი სქესის წარმომადგენელთათვის ოჯახის შექმის საუკეთესო ასაკადაც 25 წელი დასახელდა.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცები 3,7 წლით უფრო გვიან ქმნიან ოჯახებს ვიდრე ქალები. ასაკობრივი განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, ეგვიპტესა და სომხეთში განსხვავება 5 წელია, ხოლო საფრანგეთში – 1,6 წელი.