
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 542-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 443 – მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 14 048 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 904 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.
interpressnews.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021