
სომხეთის გეღარქუნიქის რაიონში ,19 ნოემბერს დაახლოებით, 03:40 საათზე უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც ჯარისკაცი ემსხვერპლა. ქალაქ აშტარაკის მცხოვრები, 21 წლის გურგენი, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მსახურობდა, საკუთარი Opel Astra მარკის ავტომობილით მოძრაობდა,გზიდან გადავიდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და ხეობაში გადავარდა.
Shamshyan.com-ის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მძღოლი და მისი 3 მგზავრი ჭამბარაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 23 წლის მგზავრი არსენ კარაპეტიანი გარდაიცვალა.