სომხეთში 2018 წლის პირველ ნახევარში მიგრაციული სალდოს დადებითი დინამიკა დაფიქსირდა და 6 146 შეადგინა. სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და განვითარების სამინისტროს მიგრაციის სამსახურის უფროსის, არმენ ღაზარიანის თქმით, ეს მაჩვენებელი საზღვრის გადაკვეთის საერთო ჯამია.
“თუმცა, ჩვენ გვაქვს საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ მონაცემებით, სალდო არის 5 204. სალდო თავისთავად უარყოფითია, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი წინა წლების მაჩვენებლებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ დადებითი ტენდენცია აშკარაა. 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მიგრაციის ბალანსი 30 853 იყო. წელს კი მნიშვნელოვანი ცვლილება აღინიშნება”, – განაცხადა ღაზარიანმა.