„ჩვენ ველოდებით, რომ 18 მაისიდან სრულად ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, კვების ობიექტები შეძლებენ მომსახურების გაწევას დახურულ სივრცეებში. ასევე გაიხსნება სპორტული დარბაზები, ღია ცის ქვეშ არსებული ისტორიული და კულტურული ადგილები“, – ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე სომხეთის ვიცე პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა განაცხადა.
”იმის გამო, რომ მშობლების მუშაობას ხელს უშლის მცირეწლოვან შვილებზე ზრუნვა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც გაიხსნება”, – თქვა ავინიანმა და აღნიშნა, რომ ყველა შეზღუდვის შემსუბუქებას თან ახლავს დადგენილი მკაფიო წესები, რომელთა შეუსრულებლობაზე შესაბამისი ჯარიმებიც წესდება.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 3860-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ერთი პირი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 49 შეადგინა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021