სომხეთს ევროვიზიაზე სევაკ ხანაღიანი წარადგენს (ვიდეო)

“ევროვიზია 2018” – ზე სომხეთს სევაკ ხანაღიანი წარადგენს. ის სომხეთის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მთლიანად სომხურენოვან სიმღერას იმღერებს.

ნახევარფინალის გადალახვის შემდეგ, სომხეთის მე-13 დელეგატი სევაკ ხანაღიანი, 10 მონაწილედან აირჩიეს.

გამარჯვებული შეირჩა მაყურებლისა და  საერთაშორისო ექსპეტებისგან შემდგარი ჟიურის ხმების თანაბარი (50/50) პროცენტულობით. ჟიურის ხმებით პირველ ადგილზე სევაკ ხანაღიანია, მეორეზე- ჯგუფი “ნემრა”, მესამეზე კი ამალია მარგარიანი გავიდა.
ჟიურიმ თავსი არჩევანი 25 თებერვალს გააკეთა, ხოლო ამას დაემატა მაყურებლის ხმები. შედეგად კი ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე სომხეთის სახელით სევაკ ხანაღიანი გამოვა.

Leave a Reply