სომხეთმა რუსეთის ზოგიერთი რეგიონიდან ღორისა და ქათმის ხორცის შეტანა აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის თავიდან აცილების მიზნით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვები პროდუქტების უვნებლობის სამსახური ავრცელებს.
„გადაწყვეტილება მიღებულია ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის შემთხვევები“, – ნათქვამია სომხეთის საკვები პროდუქტების უვნებლობის სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში ასევე განმარტეს, რომ ქვეყანაში აკრძალეს რუსეთიდან ყველა სახის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის, ნედლეულის, ბუმბულის, საინკუბაციო კვერცხისა და სხვა პროდუქტების შეტანა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021