სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის პოზიცია გააკრიტიკა.
”ევროკავშირმა დღემდე ვერ შეძლო მკაფიო და ცალსახა რეაგირების მოხდენა აზერბაიჯანის მიერ ჩადენილ ამ ომის დანაშაულებზე, რომელიც აზერბაიჯანის მიერ თურქეთის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება, მათ შორის უცხოელი ტერორისტების სირიიდან და ლიბიიდან გადაყვანის საკითხზე და უგულებელყო არცახის ხალხის სიცოცხლის უფლების უხეში დარღვევები და არცახში განვითარებადი ჰუმანიტარული კრიზისი,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
”17 ოქტომბერს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა ე.წ. „ქალაქ განჯაზე სარაკეტო შეტევის ” საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უკვე სამი კვირაა, აზერბაიჯანი ბომბავს არცახის ქალაქებსა და სოფლებს, დედაქალაქი სტეფანაკერტის ჩათვლით, მიზანმიმართულად უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას, მშვიდობიან მოსახლეობაში ათეულობით მსხვერპლია და ამ უკანასკნელებს სამშობლოდან გაქცევას აიძულებს. უფრო მეტიც, აზერბაიჯანმა უკვე დაუმიზნა და ზიანი მიაყენა სომხეთში მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. ამჟამინდელ ფართომასშტაბიან აგრესიას წინ უძღოდა აზერბაიჯანული დეზინფორმაციის პროვოკაციული კამპანიები, როგორიცაა ე.წ. “ქალაქ განჯის დაბომბვის შესახებ”.
ათწლეულების განმავლობაში, აზერბაიჯანი თავის საზოგადოებას სიძულვილითა და ანტისომხური განწყობით ზრდის, რაც ნათლად ჩანს არცახში სამხედრო ტყვეების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და მკვლელობის ვიდეოებში, რომლებსაც აზერბაიჯანის სოციალურ მედიაში ამაყად ავრცელებენ.
უსაფუძვლო ბრალდებებით აზერბაიჯანი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესრულებაზე, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ლიდერები ახორციელებენ და კატეგორიულად უარყოფს ომის გასაგრძელებლად ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმების შესაძლებლობას.
სომხეთი გმობს ამ ცალმხრივ და მიკერძოებულ განცხადებას, რომელიც აზერბაიჯანს ”მწვანე შუქს” უნთებს დაუსჯელად გააგრძელოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ჩვეული საერთაშორისო სამართალის პრინციპები”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021