სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ედუარდ აღაჯანიანმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციასა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე განცხადება გაავრცელა
«ძვირფასო თანამემამულეებო,
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციები შეიმჩნევა. კერძოდ, ზოგიერთი ცნობილი თუ უცნობი ცენტრიდან მიზნობრივად მიმართული ყალბი მომხმარებელი, საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენას და საქართველოს, ქართველი ხალხის, როგორც ომში აზერბაიჯანული მხარის მხარდამჭერის წარმოჩენას ცდილობს.
მოგიწოდებთ არ მიეცეთ პროვოკაციებს და გამორიცხეთ ასეთი დეზინფორმაციის შექმნა და გავრცელება. მინდა გითხრათ, რომ სომხეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად თანამშრომლობენ, რათა სასწრაფოდ მოაგვარონ პრობლემები, რომლებიც ყველას გვაწუხებს. ასევე გაცნობებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი პრობლემა უკვე მოგვარებულია.
ჩვენი ძმური ხალხების ათასწლოვან მეგობრობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, რადგან ის ღრმა საერთო ღირებულებებს ემყარება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ მიეცეთ მიზნობრივ პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, როგორც ონლაინ, ისე მის გარეშე სივრცეში“, – თავის ფეისბუქის გვერდზე წერს აღაჯანიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021