საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი სომხეთის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინანს სომხეთის პრემიერად არჩევა მიულოცა. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა.
კვირიკაშვილმა სომეხი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა და მზადყოფნა გამოთქვა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ფაშინინმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენის გარეშე უნდა დამყარდეს.