საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზუტით მეზობელ სომხეთში იმყოფეება, თავის კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მხარეებმა 1 მილიარდ დოლარამდე სავაჭრო ბრუნვის პროგრამის დაგეგმვის დეტალები განიხილეს. მოგვიანებით, მათ მედიისთვის გააკეთეს განცხადებები და ვიზიტი დადებითად შეაფასეს.
“მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები გვქონდა. რასაკვირველია, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ბრწყინვალეა, თუმცა ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური კომპონენტის გაუმჯობესება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წელს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 250 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე მიღწეულია შეთანხმება უახლოეს მომავალში სომხეთ-საქართველოს სამთავრობოშორისი კომისიის სხდომის გამართვის შესახებ, სადაც შემუშავდება სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და კულტურის საკითხები”, – განაცხდა ფაშინიანმა.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე მეგობრულ ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. უპირველეს ყოვლის მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. ჩვენი ქვეყნები გამოირჩევა თავისი მასპინძლობით, რისი ნათელი დასტურიც არის დღევანდელი დღე. წელს საქართველოც და სომხეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლისთავს, ასი წლის წინ ქართველებმა და სომხებმა მრავალი სირთულის და გამოწვევის მიუხედავად გამოავლინეს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინეს განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის ძალიან მკაფიო დემოსტრირება. სულ რამდენიმე დღეში 21 სექტემბერს, სომხეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით მინდა გადმოგცეთ ჩემი მოლოცვა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. ერგვარად სიმბოლურია, რომ ორ ქვეყანას ახალი სამთავრობო შემადგენლობით ეძლევა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების და შეფასების საშუალება. მჯერა, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი აქტიური ვიზიტები ამის საწინდარი. დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე. შევეხეთ ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის სავაჭრო-ეკეონომიკური საკითხები, ტრანსორტი, ენერგეტიკა, ტურიზი, კულტურა, განათლება ინოვაციები. შევთანხმდით, რომ ჯერ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით. ჩვენ შემოდგომის ბოლოს ვუმასპინლებთ მთავრობათა შორის კომისიას, რომელიც განიხილავს ძალიან მნიშვენლოვან იდეებს და პროექტებს თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ამავე დროს ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე რაც აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგვიანებით ბახტაძე სომხეთის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია წიწერნაკაბერდის მონახულება.