18 იანვარს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი შეხვდებიან.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეხვედრა შედგება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინიციატივით.
ნალბანდიანისა და მამედიაროვის ბოლო შეხვედრა 2017 წლის 6 დეკემბერს, ვენაში შედგა.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი