
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა, დსთ-ის ქვეყნების სტატისტიკური სამსახურის ხელმძღვანელი საბჭოს 59-ე სხდომის წევრებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დსთ-ის სახელმწიფოთაშორისი სტატისტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ სოკოლინმა სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კომიტეტი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სტატისტიკის სფეროში ინტერაქციისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე.