ევროპის საინვესტიციო ბანკსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკს შორის 50 მილიონი ევროს სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში ექსპორტის ხელშეწყობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის პროგრამები დაფინასდება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკს შორის 2014 წელს უკვე განხორციელდა 100 მილიონი ევროს დაფინანსების პროგრამა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი აღნიშნულ პროექტებს ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის და კლიმატის ცვლილების სფეროში მიმდინარე პროექტების მხარდასაჭერად ახორციელებს.