სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სატვირთოს ავარიის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა

გორისი-ვოროტანის (კუბათლი) საავტომობილო გზის 39-ე მონაკვეთზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სატვირთოს ავარიის შედეგად 4 ჯარისკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა არწრუნ ჰოვჰანისიანმა განაცხადა.

სამხედრო სატვირთოს ავარიის შედეგად დაიღუპა ჰაირაპეტ ნაირიანი, ჰრანტ გასპარიანი, ედგარ ჰუნანიანი, დავით მელქონიანი. მათი უმეტესობა 20 წლის იყო.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სისიანისა და გორისის სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს. სატვირთოში 21 ჯარისკაცი იმყოფებოდა.