
3 ოქტომბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი საგანელიძეს უმასპინძლა.
როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება, შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა სომხურ-ქართული ურთიერთობები, რეგიონალური უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.