5 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლინ ტრეისი მიიღო.
თავდაცვის მინისტრმა წარადგინა საომარი მოქმედებების მიმდინარეობა, ხაზი გაუსვა თურქეთის უპრეცედენტო უშუალო მონაწილეობას და მხარდაჭერას აზერბაიჯანული მხარის მიმართ. დავით ტონოიანმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარების ამ ტემპით განვითარება მთელი რეგიონისთვის კატასტროფული იქნება.
აშშ-ის ელჩმა შეშფოთება გამოთქვა საომარი მოქმედებების დროს გადაუჭრელი ჰუმანიტარული საკითხების გამო, ამასთან დაკავშირებით დევით ტონოიანმა აღნიშნა, რომ საკითხები არ წყდება მეორე მხარის ინტერესის არარსებობის გამო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021