
სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავით ტონოიანის ვაჟი ედგარ ტონოიანი ჯარის სამსახურს მთიან ყარაბაღში მოიხდის. Armenpress-ის ინფორმაციით, ედგარ ტონოიანმა კანონით განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, რომლის შედეგადაც სამხედრო სამსახური მთიანი ყარაბაღის ნაწილში ხვდა წილად.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვაჟმა აშოტ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღის ჯარში სამსახური საკუთარი ნებით აირჩია.